“ქორწინების გარეშე გავაჩინე შვილი, ხალხი თვლის, რომ უკანონოა და ბევრმა უარი თქვა ჩვენზე”

სოციალური ქსელის მომხმარებელი, მარტოხელა ქალი ფეისბუქჯგუფში “ფსიქოლოგი” საკუთარ ისტორიას წერს და რჩევას ითხოვს.

“ქორწინების გარეშე გავაჩინე შვილი. ხალხი თვლის, რომ უკანონოა და ბევრმა უარი თქვა ჩვენზე.

 მართლა ასეთი ცუდი საქციელი ჩავიდინე, რომ ხალხი აღარ მყავს???? და არც მშობლები. ძალიან განვიცდი ამ ყველაფერს და ყოველი დღე ჩემთვის უაზრობაა. ვიცი მყავს შვილი მაგრამ მჭირდება მეგობარი, რომელიც მე არ მყავს. ვარ 29 წლის და ჩემი შვილი არის 9 წლის .. ძალიან ვარ მოწყენილი და უენერგიო. მირჩიეთ რამე“, – წერს ახალგაზრდა ქალი.

[center]