ქართველმა მომღერალმა, მეგი გოგიტიძემ სოციალურ ქსელში რუსელენოვანი მიმართვა გაავრცელა, სადაც ის მოსკოვში კონცერტის გამართვის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. მის ამ განცხადებას სოციალური ქსელის მომხმარებლების უკმაყოფილება მოჰყვა.
მომღერალმა მანამდე, 14 ივლისს ფეისბუქზე პოსტიც გამოაქვეყნა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.
ეხლა წაიღეთ ეს პოსტი, მადლობა რომ ავრცელებთ..არ თარგმნოთ არ გინდათ. არც არაფერი გაიაზროთ, არც ეს არ გვინდა(ეს იმ საზოგადოებას, ვისაც ეკუთვნის ეს სიტყვები) ვიმღერებ ყველგან, სადაც სიმართლის ხმას ელიან სულები, ყველა ენაზე..(რასაც საჭიროდ ჩავთვლი) ყველა ქვეყანაში(სადაც შევძლებ) ყველა კუთხესა და კუნჭულში, სადაც მე ჩავთვლი საჭიროდ..ენა, კულტურა და ადამიანი ვერასოდეს ვერ იქნება ჩემი მტერი.. ჩემი მტერი არის ზუსტად ის პროპაგანდისტული მანქანა, რომელიც სათავეებშია და არა ხალხში..ჩვენ გვჯერა ყველასი და ყველაფრის გარდა, ღმერთისა და საკუთარი თავისა….ხალხი ყველგან თითქმის ერთნაირია..ვიღაცებს ჯერათ ყველაფრის, რასაც აწოდებენ და გაუაზრებლად, უსიტყვოდ იძულებენ ერთმანეთს..იმიტომ, რომ ერთს ერთი პარტიის წამს, მეორეს – მეორესი..საკუთარი აზრი აღარ არსებობს(თითქმის).მე ძალიან კარგად ვიცი, ვის მიერაა ოკუპირებული ჩემი ქვეყანა..სწორედ ამიტომ ვმღერი ზუსტად იქ, სადაც ვმღერი..მე ამ ხმას მივაწვდენ ყველას, ვისაც საჭიროა.თქვენ კი დამაკვირდით..საინტერესო გზაა ძალიან. მანამ სანამ მე ჩემს გზას გავივლი, თქვენ აზიარეთ ჩემი პოსტები, წერეთ კომენტარები..ვიღაცა მიიღებს მას, ვიღაცა ვერა..მაგრამ ერთი დაიმახსოვრეთ: პლასტმასის სახლებს აუცილებლად გაადნობს სიმართლის მზე”, – წერს მომღერალი.