“მეტი საქმე არ გაქვთ?” – აჩუქა თუ არა მერიამ გიორგი გაბუნიას მიწა?

გადაცემა “ღამის შოუს” წამყვანი, გიორგი გაბუნია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომლითაც ეხმაურება გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს მას ქუთაისის მერიამ მიწის ნაკვეთი აჩუქა.

რამდენიმე საათის წინ დაიდო ეს ფეიკ ნიუსი, თითქოს და მერიამ მიწა მაჩუქა.
ხალხი მილოცავს, კომენტარებში და მეტს უკეთესსაც მისურვვებენ, მადლობა თქვენ, მაგრამ ტყუილია ხალხნო.
პატიოსნად, როგორც ყველა მოქალაქემ ავიღე იჯარის წესით, ყველა წესის და კანონის დაცვით.

მინდა ვუთხრა მათ, ვინც ეს თქვა და მათ, ვინც სიამოვნებით აზიარებს და აკომენტარებს: კარგით რა, მეტი საქმე არ გაქვთ, ჩემზე რომ ტყუილები არ წეროთ? არ აგყვებათ ხალხი მაგ პროვოკაციაში.

ისიც გაასაჯაროვეთ, განცხადება რომ შევიტანე სახლში შუქის შეყვანაზე და უფასოდ რომ გამიკეთეს, ან საერთოდ ახალი ნათურები რომ მაჩუქეს, უფრო გავარდება”, – წერს გიორგი გაბუნია.