“სულში რაღაცნაირი სითბო გეღვრება და ფიქრობ, რითი დაიმსახურე” – ნახეთ, რა აჩუქა შვილმა ნატო გელაშვილს (ფოტოები)

ნატო გელაშვილმა საჩუქრად საკუთარი პორტეტი მიიღო. როგორც მომღერალი წერს, შვილის გაკეთებული სიურპრიზი, მისი წიგნის ყდად იქცევა. აი რას წერს მომღერალი.

როცა შვილისგან ასეთ საჩუქარს მიიღებ, მუნჯდები… სულში რაღაცნაირი სითბო გეღვრება და ფიქრობ, რითი დაიმსახურე… მერე ფიქრობ, რომ შენი სიცოცხლე ღირდა, რომ ეს შეგრძნებები გამოგეცადა… მადლობა ლუკა, მადლობა, ჩემო მხატვარო მარიამ.

„ჩემო მხატვარო მოდი, დამხატე…

სწორედ ისეთი როგორიც დღეს ვარ..

ოღონდ ეცადე ასევე მძაფრად

არ გამიმუქო თვალებში… სევდა…”

უფალმა ლუკას ხელით წიგნის ყდა გამომიგზავნა… მადლობა”,- წერს ნატო გელაშვილი.