ბლოგერი, გურამ შეროზია ირაკლი მაქაცარიასა და მომღერალ ლიზა ჩიჩუას ქოწრილს სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს, რომ ფოტოგრაფის მხრიდან დაწერილი პოსტი, სადაც ეს უკანასკნელი საუბრობდა, რომ ქორწილიდან მშიერი წამოვიდა, არასწორი საქციელია.
“ვაჰ, აღარ დასრულდა განხილვა ამ თემის და მეც უნდა გამოვეხმაურო!
1. სიძე-პატარძალს არ მგონია იმის გასაკონტეოლებლად ეცალოს, ვინ ჭამა, ვინ მშიერია და ა.შ.
2. თუ ორგანიზატორს რამე გაემაზა – იქ არ ხარ? უთხარი, რომ მაგიდა გამოგიყოს, ან უბრალოდ გშია და მოგხედოს
3. ამხელა ქორწილში, “საჭმელ-სასმელი” ხომ იქნებოდა ოხრად, რაღა წითელი ხალიჩა გინდა, მიუჯექი მაგიდას და მიირთვი.
უბრალოდ ხმის არ ამოღება, რომ მერე წახვიდე და ეს პოსტი დაწერო – ცოტა მეზედმეტება. ვინც არ იცის რა ხდება, ფოტოგრაფმა გამოაჭენა პოსტი: მთელი დღე არაფერი მაჭამეს უტუტუო.
არც ირაკლის და არც ლიზას – არ უჭირს, რომ პლუს ორი-სამი კაცის გამოკვების თანხა დაეზოგათ, შეარგეთ ბედნიერება და ყველა წვრილმანზე გამოკიდება – “მიატოვეეთ”
ვულოცავ ამ ლამაზ წყვილს კიდევ ერთხელ, ბედნიერება მისურვებია!“, – წერს შეროზია.