კასპში მოღვაწე მღვდელი, მამა ლევანი (ჯიქური) სოციალურ ქსელში წერს.
„აგვისტოში გარდაცვლილი მამის იუბილე მაქვს და მის სახელზე, პირველ აგვისტოს, ორშაბათს, დილიდან, ფოსტის წინ არის ჩამოსასხმელი ნაყინი და მინდა შეჭირვებული ოჯახის ბავშვებს დავურიგო.
ნუ ეტყვით რომ გაჭირვებულებისთვის არის, უბრალოდ უთხარით წადით ფოსტის წინ ნაყინს არიგებენთქო.
მივიდნენ და უთხრან, მამაო რომ ნაყინებს არიგებს იმაზე ვართ-თქო, – წერს სასულიერო პირი სოციალურ ქსელში.