“რას სთხოვთ მამუკა ჩარკვიანს, იმას, რომ თავის ოპერაციაში ქვეყანა არ გაყიდა და ხელისუფლების ” მოსამსახურედ” არ იქცა?! მადლობა რა თქმა უნდა, (არაერთხელ უთქვამს მამუკას) მაგრამ “მონა-მოსამსახურეობა” ნურას უკაცრავად,” – ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარტია “კანონი და სამართლის” ლიდერი, თაკო ჩარკვიანი წერს.
როგორც ჩარკვიანი აღნიშნავს, მხოლოდ დასავლური ღირებულებების სახელმწიფოშია შესაძლებელი მოქალაქეებს ზოგადად და მათ შორის გენიოსებს, თავიანთი კუთვნილი საარსებო და სამკურნალო ჰქონდეთ.
“პატივცემულო საზოგადოებავ” მივმართავ ზოგიერთ ” ტვინნაღრძობს!!! ჯერ ერთი იმ სახელმწიფოს რა ვუთხარი ადამიანებს რომ ავადმყოფობის ფულს აძებნინებს ( ყველას – ყველა მოქალაქეს ვგულისხმობ), ქვეყნის ოქროს ფონდს და გენიოსებს, თავიანთი დიდი კუთვნილი შემოსავალი რომ არ აქვთ (როგორც დასავლეთში) და ქვეყანა არ პატრონობს, ეს ერთი და მეორე: რას სთხოვთ მამუკა ჩარკვიანს, იმას, რომ თავის ოპერაციაში ქვეყანა არ გაყიდა და ხელისუფლების ” მოსამსახურედ” არ იქცა?! მადლობა რა თქმა უნდა , ( არაერთხელ უთქვამს მამუკას) მაგრამ “მონა-მოსამსახურეობა” ნურას უკაცრავად და საერთოდ ქველმოქმედებაში რომ სამშობლოს გაყიდვას გთხოვენ, იმას ქველმოქმედება არ ჰქვია – ანგარება ჰქვია, აი ყველას რომ მოგვთხოვეს, ყველამ, რომ არ იკადრა და იკისრა დათმობა – ის ანგარება ჰქვია (მე არავის ვადანაშაულებ, ყველას თავის გზაზე გაუმარჯოს, თავისი სიმართლით თუ ტყუილ-მართლით)!!!!
როდის გვექნება ის ქვეყანა – ისეთი ქვეყანა ადამიანებს – მოქალაქეებს ზოგადად, მათ შორის გენიოსებს, როცა თავიანთი კუთვნილი საარსებო და სამკურნალო თანხა ექნებათ და იცხოვრებენ?!
მხოლოდ და მხოლოდ დასავლური ღირებულებების სახელმწიფოში შეიძლება ეს მოხდეს, აი ეს რუსული ოლიგარქიული ბინძური ( ტროლ-ბოტური) -სისტემა რომ არ გვექნება, რომ აღარ გვექნება მაშინ, ჰოდა ვიბრძოლებთ ჩემო მამუ, რადგან, როგორც მე და შენ გვასწავლეს სახლში “თავისუფლება ლომთა ხვედრია”! ისე ჯანსუღის ხუმრობა გამახსენდა (ძველის ძველი) ზოგიერთი “მეშჩანის” გამო თქმული : “სიტყვა საზოგადოება არისო, ოტ სლოვა “გად” – წერს თაკო ჩარკვიანი.