„ჩემსას ველოდებოდი და აჰა, შვილმა გამიჩინა პატარა!..“

მაკა ზამბახიძე ჟურნალ „სარკესთან“ ბებიობის ერთ წელს აჯამებს და ამბობს:

„ბებიობა მხოლოდ სტატუსად მაქვს, უფრო შვილივით მყავს. 38 წლის ასაკში გამოჩნდა ჩემს ცხოვრებაში და დიდი სითბო შემოიტანა. ჩემსას ველოდებოდი და აჰა, შვილმა გამიჩინა პატარა! ჩემი და ქოქოსის ურთიერთობა ძალიან მხიარული და ემოციურია. ძალიან მიყვარს მისი წვალება…“

როგორც შევიტყვეთ, ჯერჯერობით მაკა თავად შვილს არ ელოდება.