“ჩემი გული შენ გეკუთვნის, თამარ ქალო, ჩემო თვალო!”

ცნობილი სოპრანო თამარ ივერი და მისი მეუღლე რაულ ცხადაძე ქორწინებიდან 10 წლის იუბილეს აღნიშნავენ.

ამ დღესთან დაკავშირებით თამარმა მეუღლისგან ლამაზი თაიგული და ასევე ლექსი მიიღო სახსოვრად:

„რაულის ლექსი და საჩუქარი,ჩვენი ქორწინების 10 წლისთავზე… მიყვარხარ”.

თამარ ქალო ჩემო თვალო!

ყოველი დღე, მენატრები!

ყოველი დღე, ლოცვის არის!

რა ყოფილა, სიყვარული

სიმდიდრეა ჩემი თვალის!

ჩემო თვალო, რა ყოფილხარ

გული ხარობს სიყვარულით.

შენ რომ დილით გაიღვიძებ,

ხარობს თვალიც, გულიც მაშინ.

10 წლის წინ ეკლესიას ჯვარს ვიწერდით სიყვარულით,

ახლაც მინდა

საკურთხეველს მიგვიძღვოდეს,

პატრიარქი.

ჩემი გული შენ გეკუთვნის,

თამარ ქალო, ჩემო თვალო!

ყოველი დღე, მენატრები!

ყოველი დღე, არის ჩვენი!!!

მიყვარხარ, შენი ბაკუ!!!”