ქეთა ტვილდიანი ნიუ იორკის კინოაკადემიაში ჩაირიცხა და სამი წლის განმავლობაში ამ პრესტიჟულ სასწავლებელში სამსახიობო ოსტატობას დაეუფლება.
ამის შესახებ გოგონას დედა, მაიკო ჩიტაია წერს:
„რენე მიდის ჰოლივუდში კი არადა, ქეთა მიდის ჰოლივუდში!
დაახლოებით 5 წლის ასაკში მითხრა, მე მსახიობი უნდა გამოვიდეო. რა თქმა უნდა, არ დავიჯერე. ბავშვობაში ხომ ყველას მსახიობობა გვინდოდა. მერე წლების განმავლობაში მიზანმიმართულად ამ გზაზე მიდიოდა, ხან გადაუხვევდა, ხან წაიქცეოდა, მერე ისევ დგებოდა და აგრძელებდა. მაინც არ მჯეროდა. არადა თურმე სულ ახლოს ყოფილა მიზანთან, თან ისე, რომ არც კი ვიცოდი. მომავალი სამი წელი დამატებითი მისამართი გვაქვს ოჯახს: Los Angeles, 3300 Riverside drive, USA.
გილოცავ, დე. როგორც დაგპირდი, სულ ვიქნები შენს უკან. თუ დაგჭირდები, რომ დამეყრდნო.
P.S. მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ პერიოდში გვასაფორთებდა და ქეთას უჭერდა მხარს. დუტა სხირტლაძე და ნინო ლოლაძე, განსაკუთრებით თქვენ“.