“ტაბულას” დამფუძნებელს, თამარ ჩერგოლეიშვილს ახლობელი კოვიდით გამოწვეული თრომბოზით გარდაეცვალა. სამწუხარო ინფორმაციას სოციალურ ქსელში თავად თამარ ჩერგოლეიშვილი ავრცელებს.
“ბიძაჩემი გარდაიცვალა კოვიდით გამოწვეული თრომბოზით – კორნელი (კოკო) ჩერგოლეიშვილი.
პირველი შვილი იყო.
ბებიაჩემი ეთნიკურად ოსი იყო, ბაბუაჩემი – ქართველი.
ბაბუაჩემის მშობლებს მისი ეთნიკური წარმომავლობით უკმაყოფილება რომ შეატყო, შეურაცხყოფად მიიღო და ბაბუაჩემი მიატოვა – თავის დასთან წავიდა, სიმფეროპოლში, ბიძაჩემი იქ გააჩინა, თავის გვარზე დაწერა და
დედამთილს შემოუთვალა – რძალი კიარა, შვილიშვილიც ოსი გყავსო.
ბაბუაჩემმა დალააგა ამბავი, ბებიაჩემი დაიბრუნა, კოკო თავის გვარზე გადმოწერა და ერთად იცხოვრეს სიცოცხლის ბოლომდე – მაგრამ ბებიაჩემის განსაკუთრებული ზრუნვის ობიექტად კოკო ბოლომდე დარჩა.
ახლაც გვაქვს მისი დაბადების მოწმობა ოსური გვარით!
ოჯახური სიჯიუტის სიმბოლოდ ვინახავთ!“, -წერს ჩერგოლეიშვილი.