58 წლის ქალმა ქუთაისში პირველი შვილი გააჩინა

უპრეცედენტო შემთხვევა – 58 წლის ქალმა ქუთაისში, ხონელიძის კლინიკაში, პირველი შვილი გააჩინა. ინფორმაციას თავად სავადმყოფო ავრცელებს.

“შეუძლებელი არაფერია! სასწაულები გრძელდება!
02.08.2022 , 15:43 საათზე, ქ. ქუთაისში შპს „ხონელიძის კლინიკაში“ 58 წლის ასაკში ქალბატონმა რუსუდან არველაძემ პირველად განიცადა დედობის ბედნიერება.

 დაიბადა მამრობითი სქესის ახალშობილი, გაბრიელ არველაძე წონა : 2,800 გრ – სიგრძე: 49 სმ.
ოპერატორი – მეან გინეკოლოგი _ფრიდონ ჭანკვეტაძე
ასისტენტი – მეან გინეკოლოგი _ მაია ადეიშვილი
ექიმი ნეონატოლოგი _ თეკლე მამისეიშვილი
ექიმი ანესთეზიოლოგი _ დავით ჟორჟოლიანი
ბებია ქალი _ მზია ასათიანი
საოპერაციოს უფროსი ექთანი _ ნინო გასვიანი
ანესთეზიის ექთანი _ ირმა ხაჭიპერაძე
ხონელიძის კლინიკის დირექცია, მედ პერსონალი და სრულიად კლინიკის თითოეული წევრი ულოცავს ქალბატონ რუსუდანს ამ დიდ ბედნიერებას. გვიხარია, რომ თქვენი დახმარებით კიდევ ერთხელ დავამსხვრიეთ ასაკობრივი ბარიერები.
ამ მაგალითის საფუძველზე თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ დედობა არასდროს არის გვიანი”, – ნათქვამია კლინიკის მნიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.