„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერს, შალვა ნათელაშვილს და გარდაეცვალა. ამ სამწუხარო ამბავთან დაკავშირებით, შალვას მეუღლე, პოეტი ბელა ალანია სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს.
„ისე გვიახლოვდებოდა სიკვდილი, ხშირად ახლობელიც კი მეგონა. სადმე ცხრა მთას იქით კი არა, ყურისძირში იყო დაყურადებული. არც კი ჩათვლიმა, რომ კლანჭებიდან დაგვეხსნა ჩვენი ნინო.ვიბრძოდით, როგორმე გადაგვერჩინა,
სულ ტყუილად… ვერაგი სიმსივნე ჩვენზე ძლიერი აღმოჩნდა. 73 წლის ჩემი მული, ნინო ნათელაშვილი, დღეს აღესრულა.
სიკვდილის წინ მკითხა, თავის ერთადერთ ვაჟზე, დათო როგორ იქნება უჩემოდო?!
დათოს ხომ ერთი წელიც არ არის, რაც სიმსივნემ, 31 წლის მეუღლე წაართვა. პატარა კატოს ნინო ბებოც ვეღარ გაზრდის.
ცხოვრების ამ სისასტიკეს არანაირი ლოგიკა არ აქვს.
მოვასწარი მოვფერებოდი, მაგრამ მაინც ბევრი რამ დამრჩა სათქმელი…
ნინო მხოლოდ შალვას და არ იყო, იყო გამზრდელი და, რომელმაც შალვას ობლობა გაუადვილა. ჩემი მეგობარი და ჭირისუფალი. არავის ვეტკინებით მასავით?!
ვერ ვუთხარი, მახრჩობდა ცრემლი, ვერ ამოვთქვი, ძალიან რომ მიყვარდა.
ვიცი, უფალი ჩაიხუტებს..“ – წერს ბელა ალანია.