“ეს პატარა გოგო ალბათ იცანით – ლიზა ჩიჩუაა, ეს “ჯენტლმენი” კი ჩვენი ლევანიკო” – რა ვიდეოს აქვეყნებს ლევან კბილაშვილის დედა?

გარდაცვლილი მომღერლის, ლევან კბილაშვილის დედა, მელიტა ფურცელაძე სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, სადაც მისი შვილი და მომღერალი ლიზა ჩიჩუა არის ასახული.


ეს პატარა გოგო ალბათ იცანით – ლიზა ჩიჩუაა, ეს “ჯენტლმენი” კი ჩვენი ლევანიკო, აი ასეთია ჩვენი “სიყვარულის” ბიჭი – უხარია ყველას წარმატება. არ ეშლება არსად და არავისთან არაფერი და მთავარი ის არის, რომ ის რასაც სცენაზე აკეთებს – ექსპრომტია, იმ წუთის გააზრებული და გადმოცემული. ალალი და მართალი. აი ასეთია ჩვენი ბიჭი …. ლევანო”, – წერს მომღერლის დედა.