,,ნიუ ლაიფის” დამფუძნებელი, მარიამ კუკუნაშვილი ძალადობის კიდევ ერთ ფაქტზე წერს:
,,ახალგაზრდა ქალი, ჩემი თანამშრომელი, საღამოს, სამუშაო საათების შემდეგ დასისხლიანებული და ნაცემი მოვიდა ოფისში და ეს ფაქტი ნახა კიდევ სამმა თანამშრომელმა. სცემა ე.წ. შეყვარებულმა, რომელიც გახლავთ 32 წლის გიორგი ახვლედიანი და რომელიც იმუქრება, რომ თუ ამ ფაქტს გავახმოვანებთ, დაგვხოცავს. გიორგი ახვლედიანი არის ძალადობაზე უკვე ნასამართლევი. იგი საჯარო რეესტრში გაყვა ჩვენს თანამშრომელს, მაშინ როცა ის სამუშაო მოვალეობას ასრულებდა, შემდეგ კი ტყეში სასეირნოდ დაპატიჟა, სცემა და დაასისხლიანა და შვილის მოკვლით დაემუქრა.
ამ ვიქენდზე ძალადობა გამოვლილი 7 ბავშვი მყავდა ახლობლების და მათზე ვზრუნავდი და ვართობდი. ვასწავლი მათ პერმანენტულ რეჟიმში თუ რა არის ბედნიერება და სიყვარული და რა არ არის. ასევე წინა კვირას , ძალადობას გადარჩენილი ის ქალი მყავდა სახლში, რომელსაც მე თავად მივწერე ქმარი უკვე ერთი წელია გღალატობს და გატყუებს მეთქი. განა არ იცოდა ისედაც? იჯდა და ყვებოდა გაოგნებული, საშინლად მექცეოდა და ნეტავ ამას რატომ ან რისთვის ვუძლებდიო. უკომპრომისო ომი მოძალადეებს. დაიჭირეთ გიორგი ახვლედიანი ! არა ძალადობას ! არა ტყუილს და მანიპულაციებს. არანაირი დანდობა! ამხილეთ მოძალადე და ამით გადაარჩენთ თაობებს ბავშვებისას! წარსულს ჩაბარდა დაშინებული მსხვერპლის მენტალიტეტი. დაე ბნელ ხალხს აქეთ ეშინოდეს ჩვენი”