მარკუს მეტრეველმა ცოლი მოიყვანა

მარკუს მეტრეველი დაქორწინდა. მისი რჩეული დალი ხაბულიანია. 

მომღერალმა „პრაიმტაიმს“ გაუმხილა, რომ მისი მეორე ნახევარი  სწორედ ის ქალია, რომელიც ციხეში, ქალთა კოლონიაში, საკუთარ კონცერტზე გაიცნო და მისმა სიძლიერემ მოხიბლა.

ერთ-ერთ ინტერვიუში თავადვე აღნიშნა, რომ დალი ხაბულიანი მასზე 10 წლით უფროსია.

მომღერლის ცხოვრებაში სასიამოვნო სიახლე მისმა მეგობრებმაც გაიზიარეს. მილოცვებს და კეთილ სურვილებს წყვილის მიმართ არ იშურებენ.