“ამ ორ ფოტოს შორის გარეგნული სხვაობა მხოლოდ ტუჩის მოცულობაა…“

ჟურნალისტი მაია ასათიანი სოციალურ ქსელში 33 და 45 წლის ასაკში გადაღებულ ფოტოებს გვიზიარებს და განმარტავს, რომ ვარჯიშის შედეგად წონაში მოიმატა და „სიგამხდრე ყოველთვის სილამაზეს არ ნიშნავს“.

„ცხოვრების მთავარი ბრძოლა საკუთარ თავს უნდა მოუგო. ჰო და მთავარი. ამ ორ ფოტოს შორის გარეგნული სხვაობა მხოლოდ ტუჩის მოცულობაა… დანარჩენი საკუთარ თავზე მუშაობამ გააკეთა.

სიგამხდრე ყოველთვის სილამაზეს არ ნიშნავს… და ვარჯიში, ვარჯიში ვარჯიში“, – წერს მაია ასათიანი.

 

b