“მეგობრებო, გიზიარებთ კარგ ამბავს”

თბილისის მერიის მედიასთან ერთიერთობის ხელმძღვანელი მანანა თოქმაჯიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

მეგობრებო, გიზიარებთ კარგ ამბავს:

გმირთა მოედნიდან სადგურის მოედნამდე არსებულ მონაკვეთზე საავტობუსე ზოლი მოეწყო.

ეს არის დედაქალაქში ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული საგზაო მონაკვეთი- 50 მარშრუტზე მოძრაობს 386 სატრანსპორტო ერთეული და დღის განმავლობაში სრულდება დაახლოებით 3 051 მგზავრობა.

ასე რომ, დღეიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტის მგზავრები აღნიშნული მონაკვეთის გავლას შეუფერხებლად და კომფორტულად შეძლებენ.

პროექტის ფარგლებში, თამარ მეფის გამზირზე დაიხაზა საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის განკუთვნილი ზოლი, სრულად განახლდა საგზაო ნიშნები, შუქნიშნით რეგულირებადი „ზებრა“ გადასასვლელები და გზის გამყოფი კუნძულები. ასევე მოეწყო სარწყავი სისტემა და მიმდინარეობს გამწვანების სამუშაოები. ტერიტორია სრულად ადაპტირდა შშმ პირებისთვის.”