“ცენტრ პოინტის“ დამფუძნებელი, რეჟისორი, გუკა რჩეულიშვილი რუსი პროპაგანდისტის, ალექსანდრ დუკინის შვილის მკვლელობას სოციალურ ქსელში ეხმაურება:
“ეს გოგო ჩვეულებრივი რუსი იდეოლოგიური ჯარისკაცი იყო, ავტომატიანზე უფრო საშიში და ამორალური, არავის შვილი და არანაირი “ბავშვი”. რაც დასთესა ის მოიმკა, ძალიან მარტივია“, – წერს რჩეულიშვილი.
შეგახსენებთ, რომ კრემლის მთავარი პროპაგანტისტის, ალექსანდრ დუგინის შვილი, ჟურნალისტი და პოლიტოლოგი, დარია დუგინა საკუთარ ავტომობილში 20 აგვისტოს, გვიან ღამით ააფეთქეს. ის ადგილზევე დაიღუპა.