აშშ-ში მოღვაწე ქართველი მსახიობი, იუნა შაფათავა ქართველი მამაკაცების შესახებ სოციალურ ქსელში წერს:
“დღეს მივხვდი, რატომ მიყვარდა ასე ქართველი ბიჭები, საღამოს, დაღლილს, მაღაზიაში, რომ დაღლილი ქართველი ბიჭის თვალები შემომეფეთა,
ქართული მთების, ნაძვების, მდინარეების, მიწის და ცის, შენოდგომის ხირბლის და გიორგობისთვის მზის ფერ ნარევი- ისინი ხომ ყოველთვის სიყვარულს გიხსნიან, თვალებში ყურებით, სიტყვის უთქმელად.
ოჰ, რომ გენახათ თქვენ ის დაღლილი თვალები,
უცხო მიწაზე დაღლილი ქართველი ქალის თვალებს შეფეთებული.
რა გვინდა აქ, იმ მთების და წკრიალა წყაროების შვილებს?
რას ვეძებთ, რამ გადმოგვისროლა ამ საშორეთში…
მადლობა, რომ ასე ღრმად და უსიტყვოდ, სიცოცხლის წყალი დამალევინე ამ ერთი შემოხედვით”, – წერს იუნა შაფათავა.