“ძალიან შეურაცხყოფილი ვარ”

ფსიქოლოგი, ნათია ფანჯიკიძე სახალისო პოსტს აქვეყნებს:

“ტომი და ჯერიში გავიღვიძე, კატამ სამზარეულოდან გაყინული ქათამი მომპარა, ხოდა ჩავარდა კვატების ტურისტული სეზონი მემგონი, ისე შემეშინდა, გარეთ ვეღარ ვუშვებ. შუადღეს მზეზე ჩემი თანხლებით თუ გავასეირნებ ორი საათით. ვერა რა, მაინც ვერ ვეწყობი ამ ცხოველს. ეთხოვა, პატიოსანი ძაღლივით და მივცემდი. ეს მალვით და პარვით მოსიარულე, გატრუნული ხასიათი არ მამწონს და რა ვქნა. კატის ჭაჭანება არაა წელსმეთქი, ვფიქრობდი. თურმე გარშემო უვლის ჩემ კვატებს ჩუმჩუმად. ძაღლი ხომ ამას არ იკადრებს? ძაღლი თუ არის ახლომახლო, ვაჟკაცურად, რასაც ქვია, კიდეც არის. ძალიან შეურაცხყოფილი ვარ. თან ვერც ვუხსნი ამ

 კვატებს, რატომ არ ვუშვებ და მართლა სტრესში არიან“, – წერს ფანჯიკიძე.