მომღერალი, სტეფანე მღებრიშვილი ბათუმში, ერთ-ერთ კლუბში გამართული კონცერტის დაწყებამდე მომხდარ შემთხვევაზე სოციალურ ქსელში წერს.
„გუშინ პრორუსების შემოსევის გარდა, კონცერტი მქონდა ღამე, უცებ სცენაზე რომ უნდა გავსულიყავი, ჩაქრა შუქი მხოლოდ ჩვენთან კლუბში. საათზე მეტი არ იყო და სრულიად გადატენილი სივრცე არ დაიშალა. ეს არის სიყვარული ნამდვილად და ვეცდები ყოველთვის გავამართლო იმედები.
პ.ს: ამას პორტალები არ გააზიარებენ, არაფერია სკანდალური ამაში.
მე ისე ვინერვიულე, რომ არ მოდიოდა შუქი, სცენაზე ფეხების კანკალით ავედი და ორჯერ გული მიმდიოდა, რადგან კონცერტი ღამის სამ საათზე დაიწყო.
კიდევ ერთხელ უდიდესი მადლობა სათითაოდ ყველას”, – წერს სტეფანე მღებრიშვილი სოციალურ ქსელში.