პროექტის „ვეძებ“ ავტორი თამუნა მუსერიძე სოციალურ ქსელში სასიხარულო ინფორმაციას აზიარებს, სადაც წერს, რომ 45-წლიანი განშორების შემდეგ და-ძმამ ერთმანეთი იპოვა.
ამბავი ჯგუფში „ვეძებ“ ვრცელდება.
„მარიამობას გილოცავთ გფარავდეთ დედა ღვთისმშობელი, აი ჩვენც დაპირებული კადრით, შეხვედრა 45 წლის მერე, დაკარგული ბავშვობა და ნაპოვნი ძმა, კიდევ ნაპოვნი და-ძმა და ბედნიერი მე.
არ დანებდეთ, არაფერი მქონდა ხელჩასაჭიდი, რამდენჯერ დავიწყე და დავანებე თავი, მაგრამ ღირდა ამად. ყველას გისურვებთ გეპოვოთ თქვენი სისხლი და ხორცი. ყველა არ მიგიღებს, მაგრამ მთავარია, თქვენ გეცოდინებათ ვინ ხართ და საიდან მოდიხართ.
მადლობა ამ ჯგუფს, ადამიანებს, უანგარო დახმარებისთვის და მოთმინებისთვის. განსაკუთრებული მადლობა ია ყველაშვილს. მიყვარხართ“, – წერს ია კოჭლამაზაშვილი ჯგუფში „ვეძებ“.