“გამიფრინდა ჩემი გოგო…” – ტრაგედია ქართველი პოლიტიკოსის ოჯახში

სამოგზაურო კომპანიის მფლობელი და მხატვრი, ლიკა დილევსკაია გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, 31 წლის ქალის გარდაცვალების მიზეზi, სავარაუდოდ, თრომბოემბოლია გახდა.


ლიკა დილევსკაია ქართველი პოლიტიკოსის, ამერიკაში საქართველოს ყოფილი დესპანის, საქართველოს პრეზიდენტთან არსებული ეროვნული უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივნის, დღესდღეობით სამთო გამყოლთა ასოციაციის თანადამფუძნებლისა და პრეზიდენტის დავით (დათუნა) რაქვიაშვილის გერი და თბილისის მოდის კვირეულის ერთ-ერთი დამფუძნებლისა და ორგანიზატორის, სოფიო მამარდაშვილის ქალიშვილი გახლდათ.

“გამიფრინდა ჩემი გოგო………” – წერს სოფო მამარდაშვილი და უფროსი ქალიშვილის ფოტოებს აქვეყნებს.