“ჩემს თვალში ფადი ასლი ამ გამოხტომით ერთი უსუსური, გამწარებული იმპოტენტია”

ია ფარულავას ყოფილმა ქმარმა, ფადი ასლიმ სოციალურ ქსელში შორენა ბეგაშვილის ძველი და ახალი სურათი გამოაქვეყნა, აღწერაში კი დაწერა “ღმერთო, გთხოვ შეცვალე საქართველო, როგორც შენ შეცვალე შორენა!” – აღნიშნულ პოსტს მსახიობიც გამოეხმაურა და დაწერა “ბოდიში პარიზული გამოთქმისთვის… მაგრამ ეს ღლე ვინ არი??”. 

ფადი ასლის ამ პოსტთან დაკავშირებით დიდი მითქმა-მოთქმა ატყდა ოციალურ ქსელში. ამ პოსტს ასევე გამოეხმაურა იუნა შაფათავას და, მედეა შაფათავა და დაწერა:
“როგორ შეიძლება არ შევეხმიანო, როგორც ქალი, ფადი ასლის სამარცხვინო პოსტს.
ცუდი ფოტოები გარდამავალ ასაკში ოხრად გვაქვს ყველას. და ვერ ვიტყვი, რომ იმ ფოტოზე თინეიჯერი შორენა მახინჯია. ჩვეულებრივი თინეიჯერია. ჯერ ისევ ჩამოუყალიბებელი და ბავშვური.
შორენაზე კი ორი სიტყვით დავწერ: დღეს ძალიან მოვლილი და ძალიან მიმზიდველი ქალია. ეს ხომ უდავოა. ყველას ვერ მოეწონები, მაგრამ ფაქტი ფაქტია.
არ ყოფილა ჩემი მეგობარი, მაგრამ შორიდან, როგორც ლამაზ ქალს, მუდამ ვაკვირდები და მიხარია მისი სიძლიერე. ნამდვილად ძლიერი ქალია, უმაგრესი დედა და ადამიანი, რომელზეც თამამად შეგვიძლია თქმა, რომ self-made star-ია.
მოგწონთ-არ მოგწონთ – გემოვნებაზე არ დაობენ, მაგრამ ამ
ადამიანმა დაუღალავი შრომით დაიმსახურა ეს სტატუსი.
საქართველოს ჭორებს გაუძლო და თავაწეულმა წინ იარო, ძალიან რთულია. რამდენი რამის გადატანა მოუწია, ჯერ ამით დაინტერესდეს ფადი და მერე ჯღაპნოს ღირსეული კაცისთვის უკადრებელი პოსტები (ღირსეულია კი?!)
რისი თქმა მსურს:
შორეულ 2006 წლის შემოდგომაზე იუნამ
წამიყვანა მაშინდელი ფლეი ბოის ჟურნალის პრეზენტაციაზე. საჭირო ოთახში მაკიაჟს ვისწორებდი, როცა შემოვიდა ორი-სამი გოგო, ვინც პირველ თუ მეორე გამოცემაში გადაიღეს.
ერთ-ერთი იმდენად ლამაზი, იმდენად ნაზი და განსხვავებული იყო, უცნობს იქვე ვუთხარი, არ დარჩე საქართველოში, აუცილებლად წადი ჰოლივუდში. დღემდე მახსოვს მისი ნაზი სახე, უბრალო, სადა, თეთრი აბრეშუმის კაბა ეცვა. თხელი, სიფრიფანა და აი ძალიან სადა მაკიაჟიანი გოგო იყო. ანგელოზივით ლამაზი. არც ერთ სიტყვაში არ ვაჭარბებ. არანაირი ბოტოქსის და ფილერის ხსენება მაშინ არ არსებობდა და მაშინდელ დროში არც ამხელა თანხები იყო თბილისში.
უკვე მიხვდებით, ეს გოგონა იყო შორენა ბეგაშვილი. ტუალეტიდან რომ
გამოვედი, ვიკითხე მისი სახელი და გვარი.
ეს ლამაზი გოგო დღეს ულამაზესი ქალია. დიახ, მოვლილია, დიახ, იყენებს თანამედროვე კოსმეტოლოგიის მიღწევებს, დიახ, უამრავი პროცედურა აქვს ჩატარებული და ორივე ხელით მხარს ვუჭერ. სულ მოწესრიგებულია და მუდამ ფირმაშია და გსიამოვნებს, როცა უყურებ. და გსიამოვნებს, რომ ქართველია.
ჩემს თვალში ფადი ასლი ამ გამოხტომით ერთი უსუსური, გამწარებული იმპოტენტია. უკაცრავად, მაგრამ სხვა დასკვნა ვერ გამომაქვს. ვერ მისწვდა შორენას და იკბინება. სხვა ახსნა მის ქცევას არ აქვს.
მისი ეს სამარცხვინო პოსტი იუნამ ჩამიგდო და არ შეიძლება მე, როგორც სამართლიან ადამიანს, ეს არ დამეწერა.”