გლდანის სასჯელაღსრულების #8 დაწესებულების ყოფილი თანამშრომელი, ვლადიმერ (ლადო) ბედუკაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
“მადლობა შენ უფალო კიდევ ერთი წელიწადისთვის, რადგან შენია ყოველი დღე და ყოველი ჟამი,
მადლობა, რომ მიუხედავად ცხოვრების თანმდევი სირთულეების არ გავბოროტებულვარ, არავის მშურს, არავინ მძულს, არავის ცუდი არ მიხარია,
მადლობა თქვენ კეთილო უცნობ-ნაცნობო ადამიანებო, რომლებიც ცხოვრების ბედნიერ თუ რთულ ჟამს თუნდაც სიტყვით მაიმედებთ, სულიერად მაძლიერებთ,
მადლობა მაძაგებლებს, ვინც მოდუნების უფლებას არ მაძლევთ,
შენდობას ვთხოვ ყველას, ვისაც სიტყვით, საქმით, ნებსით თუ უნებლიეთ ვაწყენინე,
მიმიტევებია მაგინებელთათვის, რადგან რა საწყაულითაც მიუტევებ, ისევე მოგეტევება.
მიყვარხართ ყველა,
იხარეთ ორთავ სოფელსა შინა!”, – წერს ბედუკაძე.