“პრიშიკ”-ექიმობა ისე აუვარდა თავში, ტაქტი და კორექტურობა დაავიწყდა” – სკანდალი ზაზა თელიას გარშემო

დერმატოლოგ, ზაზა თელიას განცხადებას, სადაც ის სასწრაფო დახმარების ბრიგადებს აკრიტიკებდა საზოგადოების მხრიდან კრიტიკა მოჰყვა. მათ შორისაა ფიქრია შიამღვდლიშვილი.


ფიქრიას ზაზა ტელიამ შემდეგი პოსტით უპასუხა:

ფიქრია ჩემო კარგო

1. ჩემთან ვიზიტზე რომ ვერ მოხვდით ამიტომ არ უნდა დაიბოღმოთ

2. კლინიკა ანდერძით არ გადმომეცა, არამედ მე გავხსენი, თანაც სარემონტო მასალები ჩემი ავტომობილით დამქონდა

3. ყველა ადამიანი ვინც საგზაო მოძრაობის წესებს არღვევს პოტენციური დამნაშავეა, არ აქვს მნიშვნელობა საპატრულო ავტომობილში ზის თუ სასწრაფოში.
რადგან განათლების პრობლემა არსებობს კიდევ ერთხელ გავიმეორებ – “ციმციმა” უნდა ჩაირთოს მხოლოდ იმ შემთხევაში თუ ეკიპაჟი გამოძახებაზეა!!!! და არა თუ საჭმელად ეჩქარება!!!

4. დერმატოლოგია რომ “პრიშიკების” ექიმობა გგონია, ყველაზე რთული დარგია მედიცინაში ჩემო კარგო

5. როგორც ვნახე ექიმი ხართ, თქვენ რამდენი პაციენტიც მიღებული გყავთ ჯამში, იმდენი უფასო კონსულტაცია მაქვს გაწეული პაციენტებისთვის, ამიტომ მგონია უხერხულია რასაც წერთ”, – წერს თელია.

 

1.4kShares
2 060 ნახვა