სენაკის საკრებულოს ყოფილი წევრი, 31 წლის თათია ჯინჯოლავა გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაციას “სენაკის ქრონიკა” ავრცელებს.
არსებული ინფორმაციით, ყოფილი დეპუტატის გარდაცვალების მიზეზი ბაქტერიისგან გამოწვეული ინტოქსიკაცია გახდა.
ახალგაზრდა ქალი დაავადებას ორ კვირაზე მეტხანს ებრძოდა. ის ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაში მკურნალობდა.