ბიზნესმენ ლევან ვასაძის ქალიშვილი, „სუხიშვილების“ მოცეკვავე თათა ვასაძე აქვეყნებს ოჯახურ ფოტოს, რომელიც გურიაშია გადაღებული. ფოტოზე ლევან ვასაძე თავის რვა შვილთან და მეუღლესთან ერთად არის გადაღებული: „გურიაში დავაფიქსირე ნინო ამდენ გურულში“, წერს თათა.
ფოტოს უამრავი თბილი გამოხმაურება მოჰყვა სოცქსელის მომხმარებელს შორის:
„რა ლამაზები ხართ, იხარეთ მრავალჟამიერ!..“
„რა სილამაზეები ხართ ყველა“
„რა ბედნიერებაა ამდენი შვილი, ასეთი ლამაზები, გაიხარეთ…“