დიდი ბრიტანეთის დედოფლის ელისაბედ II- ის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს კულტურის მინისტრი, თეა წულუკიანი.
„ძვირფასო დედოფალო, თქვენო უდიდებულესობავ, ღირსეულო წარმომადგენელო საკუთარი ერისა და სახელმწიფოსი, მადლობას გიხდით მშვიდი ლიდერობისთვის მსოფლიოსა და ევროპისათვის არაერთ ურთულეს მომენტში.
გული მტკივა, რომ დაგკარგეთ. მუდამ მემახსოვრება თქვენი სითბოთი სავსე ღიმილი და ხელის ჩამორთმევა.
აი, გარანტი! აი, სიმბოლო!
ვიზიარებ სამეფო ოჯახისა და ბრიტანელების მწუხარებას დედოფლისა და ისტორიული ფიგურის დაკარგვის გამო!“, -წერს თეა წულუკიანი.