მსახიობი, გადაცემის “ურუსკესი” წამყვანი რუსკა მაყაშვილი “რუსთავი2”-ს ტოვებს. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.
“ჩემი გადაცემა ურუსკესი, რომელიც რუსთავი 2-ზე გადიოდა და რომლის მეორე სეზონი დამტკიცებული, მზადება დაწყებული და ჩაწერის დღე დანიშნული იყო, მოულოდნელად ჰოპპ დაიძახეს და დახურეს მიზეზებზე არ ვილაპარაკებ, გაგეცინებათ, ხელმძღვანელობასთან საუბრის შემდეგ მივიღე სხვა შემოთავაზება რ2-ისგან, თუმცა ბევრი ფიქრის შემდეგ გადავწყვიტე აღარ ვითანამშრომლო რუსთავი 2-თან!
ჩემი მადლობა მინდა ვუთხრა ორ ადამიანს – გიორგი ხაბურძანიას და დემნა ჯაფარიძეს, რომლებთანაც 2015 წლიდან ვმუშაობდი და ბევრი რამ მასწავლეს. დავყვებოდი და დამატარებდნენ ყველგან, სადაც მიდიოდნენ, წავიყვანე ყველა საერთაშორისო, დიდი მეგა-შოუ სწორედ მათი წყალობით, შესაბამისად, ვთვლი, რომ რადგან ამდენის საშუალება მომცეს თავადაც კმაყოფილები იყვნენ ჩემით!!! დიდი მადლობა მათ და მთლიანად ნოვა პროდაქშენის გუნდს!
გრძელ ცხვირა და თმა გაშლილი თქვენი რუსკა მაყაშვილი! P.S ცალკე უდიდესი მადლობა ჩემს ნატალიას და მაგდას”, – წერს რუსკა მაყაშვილი.