შარტავას ქუჩაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ დაშავებული, დათი ისრაელის კლინიკაში ქართველმა ემიგრანტმა, ზანდა ბექაურმა მოინახულა – ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს და ფოტოებს აქვეყნებს.
“ძალიან შეგვაყვარეთ თავი, მოგვენატრებით. შეხვედრამდე, ჩემო ძვირფასებო ბედნიერ და უფლისგან დალოცვილ გზებზე გევლოთ მუდამ ყველაფერი იმაზე ბევრად კარგად იქნება, ვიდრე თქვენ გგონიათ. სასწაულები ნამდვილად ხდება, მე ამის მჯერა
დავემშვიდობეთ ჩვენს უსაყვარლეს დათის და მის გმირ მშობლებს
დღეს, დათი, ისრაელიდან მიფრინავს გერმანიაში, მკურნალობის გასაგრძელებლად. მას კიდევ საკმაოდ რთული და გრძელი გზა აქვს გასავლელი.
ყველამ ვილოცოთ და გავერთიანდეთ #დათისთვის.
აბა, ახლა თქვენ იცით, გერმანიაში მცხოვრებო ქართველო ემიგრანტებო, გაბარებთ ჩვენს ვარსკვლავ ბიჭუნას და ჩვენც თქვენს გვერდით ვართ
#დათი სიყვარულის ბიჭი ხარ”, – წერს ემიგრანტი.
შეგახსენებთ, 8 წლის დათი ქოქრაშვილის ავტომობილი 31 მარტს, დილით დაეჯახა. მას მარჯვენა ფეხის ამპუტაცია დასჭირდა.