“მარტო ჩვენ კი არა თაობებს ეცოდინებათ ნიკოს ამბავი როგორი მომავლის ბიჭი გვყავდა”

ნინო ზამბახიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

”შუადღე იყო როდესაც ჩემმა მეგობარმა მარიკამ დამირეკა და მკითხა ვერაზე ვიღაც ნიკა კვარაცხელიას ესროლეს და შენი ნიკო ხომ არ არისო? იმდენად გამოვრიცხე დამაჯერებლად უთხარი არათქო. რამდენიმე წუთში ტელევიზიით სროლის კადრები გავრცელდა და…..
მოკლეს! რატომ რისთვის რა უნდოდათ ვინ გაამწარა ამაზე აგერ უკვე ერთი წელია პასუხი არ ვიცით, მაგრამ ვიცით ის რომ აღარ გვყავს ნიკო ფიზიკურად , თორემ ისე ვერაფერი დამართეს! მარტო ჩვენ კი არა თაობებს ეცოდინებათ ნიკოს ამბავი როგორი მომავლის ბიჭი გვყავდა❤️ მისი სახელის უკვდავსაყოფად ვაჟა- ფშაველას გამზირთან მდებარე ულამაზეს სკვერს თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილებით მიენიჭა მისი სახელი❤️”