მსახიობი, აჩიკო სოლოღაშვილი თავისი ოჯახური ცხოვრების შესახებ ჟურნალ “სარკესთან” საუბრობს.
“შვილის აღზრდაში ბოლომდე ჩართული ვარ და ერთი წამით არ მაქვს ის განცდა, რომ ესა თუ ის საქმე ბავშვთან მიმართებით დედის გასაკეთებელია. მიმაჩნია, რომ მშობლები შვილთან დაკავშირებულ ნებისმიერ საქმეს თანაბრად უნდა ინაწილებდნენ. ვისაც რა საქმე მოგვიწევს, იმას ვაკეთებთ…
ვერ ვიტყვი, რომ მანამდე პასუხისმგებლობა მაკლდა, მაგრამ სანის დაბადების შემდეგ გამიასმაგდა ეს გრძნობა. უფრო ფრთხილი გავხდი, უფრო შემეშინდა რაღაცების და სულ იმაზე ვფიქრობ, რომ ჩვენს შვილს სჭირდება ჯანმრთელი, აქტიური და მისაბაძი მშობლები. ჩვენ არ ვაძლევთ თავს მოდუნების საშუალებას, რადგან ბავშვი აუცილებლად უნდა გაიზარდოს სიყვარულში…“, – თქვა აჩიკო სოლოღაშვილმა.