მომღერალ ჯაბა ბოჯგუას გარდაცვალებიდან ორი წელი გავიდა. ტრაგიკულ თარიღთან დაკავშირებით, მომღერლის დედა, მანანა გვასალია სოციალურ ქსელში წერს.
„შენით ვარსებობდი და შენით ვსუნთქავდი დედი… სიცოცხლე შენს გამო მინდოდა…
2 წელი გავიდა… ზოგჯერ ისევ აქვე, სადღაც ახლოს მეგულები… ძალიან მიჭირს, ცოცხალი რომ ვარ… სულგამწარებული და ტკივილიანი…
ჩემო მონატრებავ… მრავალჯერ გეტყვი თუ როგორ მიყვარხარ, ჩემო ერთადერთოო… ჩემო ყველაფერო…”, – წერს მანანა გვასალია.