დავით გადელია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
“ეს ორი დღე ავად ვარ და სახლში ბევრი დრო მაქვს საფიქრელად… არა, მგონი მაინც შეცდომა დაუშვა ფულიც რომ ითხოვა! ანკესს და დროშას ალბათ მისცემდნენ, ფულიც რომ არ დაემატებინა ზედ… თუმცა რა ვიცი, ბანკისას რას გაიგებ… ისე მძარცველებიც რა ქვეყნის მტრები გვყავს! ბანკს კი არ ძარცვავენ, მძევლები აჰყავთ და სახელმწიფოს თხოვენ ფულს! მაშინ რაღა ბანკში შედიხარ შე გამოსირებულო, თუ მაინც სახელმწიფოს უნდა მოთხოვო და არ ძარცვავ, მაგრე უბნის პივნოიში აიყვანე მძევლები, ან მეორად ტანსაცმელში! ქუთაისელმა მძევლებმაც დაგლიჯეს!)))- თან ემორჩილებოდნენ მომხვდურს და ასრულებდნენ მის ბრძანებებს, თან ისეთ ვიდზე იყვნენ, “იცოდე ბრატ რამე არ შეგეშალოს, აქანა კაი ბიჭები ვართ ყველა!”😂😂”