შატილში გადასახლებული მარიამ დაიაურისთვის, ნორვეგიელებმა თანხა შეაგროვეს. სასიხარულო ინფორმაციას თავად დაიაური ავრცელებს სოციალურ ქსელში.
“დაახლოებით, 1 კვირის წინ უსაყვარლესმა და უკეთილშობილესმა, მარიამ ისაკაძემ, შატილში ნორვეგიელი ჟურნალისტი მოიყვანა, სტატია უნდა დაეწერა ჩვენზე, ინტერვიუსას, ჩემი ისტორია მოისმინა, ასევე, მოისმინა მიზნები, გეგმები, გრანტის ამბავი, ნახა ჩემი ნამუშევრები და მითხრა, დიდი მომავალი გაქვსო. საჩუქრები დამიტოვეს და წავიდნენ.
ხოდა, მინდა იცნობდეთ ამ ადამიანს, ნორვეგიელ ჟურნალისტს, რომელსაც არანაირი ვალდებულება არ ჰქონდა, რომელსაც, წესით, არც უნდა მიექცია ყურადღება იმ თანადაფინანსების თანხისთვის, მაგრამ იმდენად კეთილი, საყვარელი და იშვიათი ადამიანია, ამისთვის დაბრუნდა.
უდიდესი მადლობა !
ჩემს სახელოსნოსა და საგამოფენო სივრცეში მოსულ სტუმრებს, აუცილებლად ეცოდინება, ვინ არის ბო და ჩემს წამოწყებულ იდეას ხევსურეთში, დასაწყისშივე როგორ დაუჭირა მხარი ბომ, არა მხოლოდ მე დამიჭირა მხარი, არამედ ხევსურეთს, შატილს და მის განვითარებას !
love you, Bo !
Love you so much!
Thank you ! “, – წერს მარგარეტ დაიაური.