“განსაკუთრებით მტკივნეული იყო კომენტარები, სადაც ჩემს ყოფილ მეუღლეს ძალადობისკენ მოუწოდებდნენ”

თით­ქმის ერთი წე­ლია რაც მსა­ხი­ო­ბი თაკო ტა­ბა­ტა­ძე ინ­ტერ­ნეტ­ბუ­ლინ­გის მსხვერ­პლია. ყვე­ლა­ფე­რი კი მას შემ­დეგ და­ი­წყო, რაც ხმა­მაღ­ლა თქვა, რომ მე­უღ­ლეს და­შორ­და. ამ დღის შემ­დეგ ოთხი შვი­ლის დე­დის მი­მართ მუ­ქა­რის შემ­ცვე­ლი კო­მენ­ტა­რე­ბის ზღვა წა­მო­ვი­და. ქალს პო­პუ­ლა­რულ ქმარ­თან და­შო­რე­ბა არ აპა­ტი­ეს.

“შენი სიკ­ვდი­ლის უფ­ლე­ბა რომ მქონ­დეს, ბე­ბი­ის­ტო­ლა ქალი ვარ და ალ­ბათ, მოგ­კლავ­დი”, „დროა ბა­წარ­ში უყ­რი­დე თავს“ – ეს კო­მენ­ტა­რე­ბი მსა­ხი­ო­ბის­თვის ლა­მის ყო­ველ­დღი­უ­რო­ბად იქცა. netgazet-თან სა­უ­ბარ­ში მსა­ხი­ო­ბი ამ­ბობს, რომ მის ოჯახ­ში ყვე­ლა ბედ­ნი­ე­რია იმ ხალ­ხის გარ­და, რომ­ლე­ბიც და­შო­რე­ბის გამო აკ­რი­ტი­კე­ბენ.

თაკო ტა­ბა­ტა­ძე:

– 3 წლის წინ განვქორ­წინ­დით მე და ჩემი ყო­ფი­ლი მე­უღ­ლე. არ გვინ­დო­და ამ თე­მის გახ­მა­უ­რე­ბა ბავ­შვე­ბის ინ­ტე­რე­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე. ვი­ცო­დით, ამას რა მოჰ­ყვე­ბო­და, ამი­ტომ ვე­ცა­დეთ ჩუ­მად, მშვი­დად მოგ­ვეგ­ვა­რე­ბი­ნა ეს ყვე­ლა­ფე­რი.

მაგ­რამ რამ­დე­ნი­მე თვის წინ, რო­გორც მახ­სოვს, თე­ბერ­ვალ­ში, გავ­რცელ­და ჩემს შე­სა­ხებ ნი­უ­სი რა­ღაც უწყი­ნარ ფო­ტოს­თან და­კავ­ში­რე­ბით, რო­მე­ლიც მე­გობ­რის წრე­ში იყო გა­და­ღე­ბუ­ლი და შემ­დგომ ერთ-ერთი ჩემი მე­გობ­რის მიერ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი. ნი­უ­სის სა­თა­უ­რი ასე­თი იყო – „ამა და ამ ადა­მი­ა­ნის ცოლს ახა­ლი რჩე­უ­ლი ჰყავს“. ამას მოჰ­ყვა ძა­ლი­ან ბევ­რი ინ­ტერპრე­ტა­ცია. რა თქმა უნდა, ეს იყო ყალ­ბი ინ­ფორ­მა­ცია.

რო­დე­საც ასე­თი ცხო­ვე­ლი ინ­ტე­რე­სი გა­მო­ავ­ლი­ნა სა­ზო­გა­დო­ე­ბამ ჩვე­ნი პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის შე­სა­ხებ, მე და ჩემ­მა ყო­ფილ­მა ქმარ­მა ამას მი­ვუ­ძღვე­ნით სა­ერ­თო პოს­ტი ფე­ის­ბუკ­ზე, სა­დაც ვთქვით მკა­ფი­ოდ, რომ ჩვე­ნი და­შო­რე­ბის მი­ზე­ზი იყო შემ­დე­გი: წლებ­თან ერ­თად აღ­მოგ­ვაჩ­ნდა სხვა­დას­ხვა გეგ­მე­ბი მო­მა­ვალ­თან და­კავ­ში­რე­ბით და, შე­სა­ბა­მი­სად, გა­დავ­წყვი­ტეთ, რომ ასე უკე­თე­სი იქ­ნე­ბო­და.

ეს იყო მი­ზე­ზი, მაგ­რამ რა­ტომ­ღაც მოხ­და ისე, რომ თუკი ვინ­მეს რა­ი­მე ფან­ტა­ზია ჰქონ­და – ყვე­ლა­ნა­ი­რი ბრალ­დე­ბა მო­მე­წე­რა მე. აბ­სო­ლუ­ტუ­რად შე­თი­თხნი­ლი და მოკ­ლე­ბუ­ლი რე­ა­ლურ სა­ფუძ­ველს. აღ­მოჩ­ნდა, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი არის ჩემი ბრა­ლი, რომ ჩემს შვი­ლებს მო­მა­ვა­ლი და­ვუნ­გრიე, რომ ყვე­ლა უბე­დუ­რია ჩემს გამო. მა­შინ, რო­დე­საც რე­ა­ლო­ბა სრუ­ლი­ად სა­პი­რის­პი­როა – ყვე­ლა ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რია, ყვე­ლას გვაქვს ჩვე­ნი საქ­მე, რო­მელ­საც სიყ­ვა­რუ­ლით ვა­კე­თებთ. მეც ჩემი პრო­ფე­სია ძა­ლი­ან დიდ ცხოვ­რე­ბი­სე­ულ ძა­ლას მა­ნი­ჭებს, მყავს არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი სა­მე­გობ­რო წრე, რო­მელ­თა­ნაც თა­ვი­სუფ­ლად შე­მიძ­ლია კო­მუ­ნი­კა­ცია. ჩემი შვი­ლე­ბი ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რე­ბი არი­ან, მათ შო­რის იმი­თაც, რომ დედა, რო­გორც იქნა – გახ­და მსა­ხი­ო­ბი და აის­რუ­ლა თა­ვი­სი ოც­ნე­ბა. მა­მას­თან არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ურ­თი­ერ­თო­ბა აქვთ და სა­ერ­თოდ არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა რე­ა­ლო­ბას ის ჯო­ჯო­ხე­თი, რო­მელ­საც ასა­ხა­ვენ.

თაკო ამ­ბობს, რომ ყვე­ლა­ზე დიდი სა­ში­ნე­ლე­ბა ის იყო, რომ მის ყო­ფილ მე­უღ­ლეს (მუ­სი­კო­სი გია ბა­ღაშ­ვი­ლი) ხალ­ხი ძა­ლა­დო­ბის­კენ მო­უ­წო­დებ­და. სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის სა­შუ­ა­ლე­ბით გავ­რცე­ლე­ბულ კო­მენ­ტა­რებ­ში კი­თხვას უს­ვამ­დნენ, თუ რა­ტომ გა­უშ­ვა და არ მოკ­ლა ყო­ფი­ლი ცოლი…

თაკო:

– მახ­სოვს, თა­ვი­დან ძა­ლი­ან გა­მი­ჭირ­და ქუ­ჩა­ში ფი­ზი­კუ­რად გა­მოს­ვლა. გან­ცდა მქონ­და, რომ ეს ადა­მი­ა­ნე­ბი და­დი­ან ჩემს გარ­შე­მო. ვი­ზუ­ა­ლუ­რად წარ­მო­ვიდ­გენ­დი, რომ ის კო­მენ­ტა­რე­ბი, რა­საც მი­წერ­დნენ, ადა­მი­ა­ნებს თან დაჰ­ყვე­ბო­დათ ოთხკუ­თხე­დებ­ში ჩას­მუ­ლი ტექ­სტის სა­ხით.

მაგ­რამ აღ­მოჩ­ნდა, რომ ეს ხალ­ხი სა­ერ­თოდ არ მხვდე­ბო­და… არ ვიცი, თავს იკა­ვებ­დნენ თუ უბ­რა­ლოდ ჩემს ირ­გვლივ არ იყ­ვნენ.

მახ­სოვს, როცა მი­ჭირ­და თა­ვი­დან გა­რეთ გას­ვლა, მე­გო­ბა­რი ვნა­ხე და ჩა­მე­ხუ­ტა. მი­თხრა, შენ­თან ვარ­თო. მა­შინ ვიგ­რძე­ნი, რომ ჩემს წრე­ში უა­რე­სო­ბის­კენ არა­ფე­რი შეც­ვლი­ლა, პი­რი­ქით. მე­გობ­რე­ბი ძა­ლი­ან და­მეხ­მარ­ნენ.

ჩემს შემ­თხვე­ვა­ში, გან­სა­კუთ­რე­ბით მტკივ­ნე­უ­ლი იყო კო­მენ­ტა­რე­ბი, სა­დაც მი­წერ­დნენ, რომ თავს უნდა ვიკ­ლავ­დე, თავი უნდა და­ვიწ­ვა და სხვა. ასე­ვე, მო­უ­წო­დე­ბენ ჩემს ყო­ფილ მე­უღ­ლეს ძა­ლა­დო­ბის­კენ. წე­რენ – “რო­გორ არ მო­კა­ლი?!“ , “რო­გორ გა­უშ­ვი სა­ერ­თოდ ქუ­ჩა­ში?!” და ა.შ.

სა­ბედ­ნი­ე­როდ, ქალს მყა­რი ფსი­ქი­კა აღ­მო­აჩ­და, ამ ყვე­ლა­ფერს გა­უძ­ლო და დღემ­დე უძ­ლებს, მაგ­რამ თა­კოს თქმით, ამან შე­იძ­ლე­ბა ადა­მი­ა­ნი სუ­ი­ცი­დამ­დეც კი მი­იყ­ვა­ნოს.

– ყვე­ლა ადა­მი­ანს ერ­თნა­ი­რი ფსი­ქი­კა არ აქვს. ჩემს შემ­თხვე­ვა­ში გა­მი­მარ­თლა და ამ ყვე­ლა­ფერს გა­ვუმკლავ­დი, მაგ­რამ ეს უარ­ყო­ფი­თი ემო­ცი­ე­ბი ყო­ველ­თვის ილე­ქე­ბა და სა­დღაც აუ­ცი­ლებ­ლად გა­მოვ­ლინ­დე­ბა. ეს შე­იძ­ლე­ბა იყოს უხა­სი­ა­თო­ბა თუ სხვა.

მაგ­რამ ეს არის სა­ში­ში ტენ­დენ­ცია, ესე­ნი არი­ან პო­ტენ­ცი­უ­რი ბო­როტ­მოქ­მე­დე­ბი, რად­გან ადა­მი­ა­ნებს უბიძ­გე­ბენ სუ­ი­ცი­დის­კენ. ერ­თგვა­რი „კაცთთაყ­ვა­ნის­მცემ­ლო­ბაც“ სუ­ფევს სა­ზო­გა­დო­ე­ბის ამ ნა­წილ­ში. იმ შემ­თხვე­ვა­შიც კი, თუ წყვი­ლი ცი­ვი­ლუ­რად და­შორ­და, ყვე­ლა­ფერს ქალს აბ­რა­ლე­ბენ, კაცს კი უწე­რენ, შენ უნდა მოკ­ლა, შენ უნდა ცემო ქალი.

ეს ბუ­ლინ­გი არ არის უბ­რა­ლოდ სი­ტყვე­ბი, სი­ტყვე­ბი ია­რა­ღია. შე­სა­ბა­მი­სად, ყვე­ლა­ზე ერ­თნა­ი­რად არ მოქ­მე­დებს ეს ყვე­ლა­ფე­რი. ვი­ღაც ადა­მი­ან­ზე შე­იძ­ლე­ბა დად­გეს ისე­თი შე­დე­გი…