“5500 კილომეტრი გავიარეთ…“ – მამუკა ღლონტმა მეუღლესთან ერთად რამდენიმე ევროპული ქვეყანა მოტოციკლებით შემოიარა

ცნობილი ტელეპროდიუსერი, მამუკა ღლონტი ჟურნალ „თბილისელებს“ საინტერესო ევროპული ტურნეს შესახებ ესაუბრა. მან და მისმა მეუღლემ რამდენიმე ევროპული ქვეყანა, მათ შორის გერმანია, იტალია და საბერძნეთი შემოიარეს:

„მე და ჩემმა მეუღლემ რამდენიმე ქვეყანა მოვინახულეთ. გერმანიაში მოტო შევიძინეთ და იქიდან რამდენიმე ქვეყანაში მოტოთი გავაგრძელეთ მოგზაურობა. 5500 კილომეტრი გავიარეთ და უკან ძალიან კარგი შთაბეჭდილებებით დავბრუნდით. გაგვიმართლა და სულ კარგი ამინდი იყო, ერთხელაც არ უწვიმია, განსხვავებით წინა მოგზაურობისგან, როცა წვიმასა და თქეშში მოგვიწია სიარულმა.

მეუღლე კი არ ავიყოლიე, აქეთ დავყავარ. ეს წარმოდგენა ჩვენს ქვეყანაშია, თორემ უცხოეთში მოტოთი იმდენივე ქალი დადის, რამდენიც კაცი…“