ოპოზიციონერი დეპუტატი თაკო ჩარკვიანი “ტაბულას” რედაქტორის, თამარ ჩერგოლეიშვილის მიერ დასმულ “ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერთა საკმაოდ უჩვეულო დიაგნოზს “ფეისბუქის” პირად გვერდზე შემდეგი შინაარსის პოსტით ეხმაურება და წერს:
“ეს უკვე ჩერგოლეიშვილის არაცნობიერის ფობიური შიშია, ამჯერად ვენერიული დაავადებისადმი, რომელიც სიღრმეებში-მისთვის პრობლემურ ღრმა არაცნობიერთან მიდის ( ის უკვე მხოლოდ თავად ეცოდინება ალბათ).
ასე ხალხს შეურაცხყოფას აყენებდეს და ასეთ წუმპეში -ტალახში კისრამდე ჩაფლული იდგეს ნებაყოფლობით -“სიამოვნებით “, როგორც ეს ჩერგოლეიშვილი დგას, სულ რამდენიმე ადამიანს ვხედავ და ბევრს არა! მიხარია რომ ცოტანი არიან !
P.S . ამას – ამ ქალის არაცნობიერს ბებიაჩემი ( პროფ. თამარ ფხაკაძე) უფრო კარგად ახსნიდა, ძლიერი ექიმი-ვენეროლოგი და ამავდროულად ფსიქოლოგი იყო!” – ვკითხულობთ პარტია “კანონი და სამართლის” ლიდერის, თაკო ჩარკვიანის პოსტში.
თამარ ჩერგოლეიშვილმა პირად გვერდზე “ნაციონალური მოძრაობის” ერთ – ერთი მხარდამჭერის სქრინი გამოაქვეყნა, სადაც კონკრეტული პიროვნება იმის შესახებ წერდა რომ ქვეყნის დაკარგული ტერიტორიების დაბრუნება მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის თაოსნობით “ენმ”-ს შეუძლია. აღნიშნულმა კომენტარმა “ტაბულას” დამფუძნებელი წყობიდან იმდენად გამოიყვანა რომ ყველაზე სხვილი ოპოზიციური პარტიის მხარდამჭერებს არც მეტი, არც ნაკლები ვენერიული დაავადების დიაგნოზი დაუსვა:
“მიშიზმი – ვენერიული დაავადება. ევროპული საქართველოს აქციის ვიდეოზე შემოლაგებულან, ხალხს წყევლიან და მარტო „ნაცმოძრაობა“ დაიბრუნებს ტერიტორიებსო. ასეთი უმსგავსობის სულისჩამდგმელ საზიზღარს საქმე კარგად არასოდეს წაუვა და ეს მხოლოდ მისი ბრალი იქნება.