ანი ბრეგვაძის შვილიშვილმა, მომღერალმა ნატალია ქუთათელაძემ და მისმა მეუღლემ, აჩიკო ჯაფარიძემ თავიანთი ვაჟი მონათლეს.
უსაყვარლესი ბიჭუნას ნათლობიდან ფოტოები ნატალიამ „ინსტაგრამზე“ განათავსა.
ყველა ფოტო შავ-თეთრია. მასზე ნატალია მეუღლესა და შვილთან და ასევე ნათლობაზე დაპატიჟებულ სტუმრებთან ერთად არის გადაღებული.
რასაკვირველია, ნატალიამ გამოაქვეყნა ფოტო, სადაც დიდი ბებია, ნანი ბრეგვაძე შვილთაშვილთან ერთად არის გადაღებული.