თბილისში დაკარგული, 70 წლის ქალი იპოვეს – ამის შესახებ სოციალურ ქსელში მისი შვილიშვილი წერს.
“დიდი მადლობა ყველას! თქვენი და ამ ჯგუფის დახმარებით ვიპოვეთ ბებია! როგორცკი პოსტი დავდე ვიგრძენი უდიდესი მხარდაჭერა, წამში გვარცელდა ინფორმაცია,უამრავი ადამიანი მწერდა, მაწოდებდა ინფორმაციას მანუგეშებდა და ჩვენ ეს ერთად შევძელით მივაგენით მის კვალს! ესეთი ერთობა ყურადღება გვერდში დგომა ცხვირებაში არ მიგრძვნია რაც ამ გასაჭორში ჩემმა ქვეყანამ და ხალხმა მაგრძნობინა.
კიდევ ერთხელ უღრმესი მადლობა სრულიად ყველას თითოელი სიტყვისთვის ასე ერთმანეთის დახმარებით ვიპოვით ყველას ვინც დავკარგეთ”, – წერს შვილიშვილი
შეგახსენებთ, სოციალურ ქსელის ერთ-ერთ ჯგუფში “ვეძებ” გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმად, 70 წლის ქალს ეძებდნენ.