“ვიცი ვინც ხართ ამის მკადრებლები და გარწმუნებთ, საკადრის პასუხს მიიღებთ!”

კულტურის პალატის ხელმძღვანელი, დავით ოქიტაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

”ამაზრზენია როცა ადამიანები, სხვის მიერ გაკეთებულ კეთილ საქმეზე ხელს ითბობენ და ჩრდილს აყენებენ კეთილ წამოწყებებს!!

ახლა შემატყობინეს, რომ საქართთველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მოპირაპირედ მდებარე სუპერ მარკეტის წინ ნაძირლების ჯგუფი, 50ლარად ყიდიან 11 ოქტომბერს, კლუბ ანდერვილში ჩვენს მიერ მოწყობილი ივენთის მოსაწვევებს.

ყველას მოგმართავთ – ეს მოსაწვევები სრულიად უსასყიდლოდ დაურიგდათ ჩვენი უნივერსიტეტის სტუდენტობას. თუ ვინმე სტუდენტი სურვილს გამოთქვამს ამ ღონისძიებაზე დასწრებაზე და შეესწრება ამ უმსგავსო ფაქტს დაუყონებლივ მომართედ მე.

ვიცი ვინც ხართ ამის მკადრებლები და გარწმუნებთ საკადრის პასუხს მიიღებთ!“, – წერს ოქიტაშვილი.