“არ გვიჭირს ბოდიშის მოხდა, როდესაც მივიჩნევთ, რომ შეცდომა დავუშვით”

“ტაბულას” ხელმძღვანელი თამარა ჩერგოლეიშვილი თავს იმართლებს – ამის შესახებ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს:

“ტაბულას სხვა მედიებისგან ის გამოარჩევს, რომ შეცდომის გამოსწორებას არ აყოვნებს. ათწლიანი არსებობის განმავლობაში ამის რამდენიმე პრეცედენტი არსებობს. გაუგებარია თქვენი პრეტენზია „უჩუმრად გასწორებასთან“ დაკავშირებით მაშინ, როცა სტანდარტი გულისხმობს უზუსტობის აღმოფხვრას იქ, სადაც ის დაუშვეს.

გიდასტურებთ, რომ ჩვენ კვლავინდებურად ასე გვესმის თქვენი განცხადების სულისკვეთება − ამართლებთ ხელისუფლების მხრიდან ძალის გამოყენებას პარლამენტის ბლოკირებისას და ამ მიმართულებით პროგრესს უწონებთ.

თუმცა, სწორედ იმის გამო, რომ თქვენი პასუხი ინტერპრეტაციის შესაძლებლობას იძლეოდა, გასწორდა იქვე, სადაც გამოქვეყნდა და ჩანაცვლდა თქვენივე ზუსტი ციტირებით, რომ მკითხველისთვის „თარგმანში დაკარგვის“ სივრცე მოგვესპო, ზუსტად ისე, როგორც საერთაშორისო სტანდარტი გულისხმობს.

არ გვიჭირს ბოდიშის მოხდა, როდესაც მივიჩნევთ, რომ შეცდომა დავუშვით, მაგრამ ამ შემთხვევაში ვთვლით, რომ ელჩის განცხადების სულიკვეთება და შინაარსი სწორად გვესმის.” – წერს ჩერგოლეიშვილი