“ადამიანს ჩემი ასე ესმოდეს, იშვიათია, ძალიან მაგრად მიგებს”

გიორგი ლორიამ „ნოესთან“ ისაუბრა თავისი სიყვარულის შესახებ მეუღლის მიმართ:

მეუღლემ ახლა მომწერა და მითხრა, ჩემზე თქვი, რომ გიყვარვარო… 10 წელია ერთად ვართ მე და სალი. როგორ გითხრა… ადამიანს ჩემი ასე ესმოდეს, იშვიათია. ძალიან მაგრად მიგებს. მეც ვუგებ, რა თქმა უნდა, მაგრამ ის უფრო მიგებს მე ბევრ რაღაცაში. მაგრად მომყვება. რამდენი რამე გამოვიარეთ ერთად. „დინამო თბილისიდან“ წასვლით დაიწყო…

მგონი, სიყვარული არ ნელდება. ჩემი ცხოვრების რიტმიდან გამომდინარე, სიყვარული სულ თანმდევია. მონატრება არ გაძლევს იმის საშუალებას, რომ ის გაანელოს. ჩემთან ერთად არ ცხოვრობს კვიპროსში, მიდის და მოდის, მაძლევს მონატრების საშუალებას. ამას თავისებური მუღამი აქვს. ადრე უფრო ვეუბნებოდი, რომ მიყვარს… სალი, მიყვარხარ…“