მომღერალი და “მგზავრების” სოლისტი გიგი დედალამაზიშვილი გადაცემაში “სხვა კითხვები ნიკოლოზისგან” სახალისო ისტორიას იხსენებს.
“ახალციხეობაა, კონცერტი გვაქვს, ადგილობრივები მოვიდნენ და მოიტანეს პატივისცემის ნიშნად სასმელი და გაეწყო სუფრა. ატყდა მაგარი სმა. ლექსოს ფონოგრამა გაეჭედა და სანამ ეს გამოსწორდა დალევა გავაგრძელეთ. მამაჩემიც იქ იყო. მოკლედ ძალიან დავთვერით. გავედით სცენაზე, ბევრი ხალხია და 20 წუთი “თქვენ გენაცვალეთ” ვიძახდით. რაღაცებს ვბოდავთ. არ ვუკრავთ და ნახევარი საათი ასე გავიდა. უცებ მოვიხედე და მამაჩემი მარტყავს მხარზე ხელს. მოდი მამა, გენაცვალოს ჩემი თავი მეთქი ვუთხარი. ეს ყველაფერი სცენაზე ხდება. ბოლოს უკვე მუხლებზე დავდექით. ბოლოს დედაჩემი რეკავს და ყვირის არც ერთი არ დამენახოთო. პირდაპირი ეთერი ყოფილა და დედაჩემს აქვს შენახული ეს ვიდეო”, – საუბრობს გიგი.