ქართველი დიზაინერი, დემნა გვასალია, რომელიც ამჟამად “ბალენსიაგას” კრეატიული დირექტორია, ყველაზე ძვირადღირებულ ნივთზე საუბრობს, რომელზეც ოდესმე უმუშავია.
“ნიანგის პალტო ლუი ვიტონის 2014 წლის ზამთრის კოლექციიდან. ბიზნეს კლასით ჩემს პირველ ფრენას ამ ნიანგის პალტოს უნდა ვუმადლოდე. დაკეცვა არ შეგვეძლო, ამიტომ პალტოს საკუთარი ბილეთი ჰქონდა”, – ვრცელდება ინფორმაცია დემნას ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე.