წითლისა და შავის კომბინაცია – სალომე ზურაბიშვილის დახვეწილი ჩაცმულობა ოფიციალურ შეხვედრებზე

საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს ამ კვირაში მაღალი დონის ოფიციალური შეხვედრა ჰქონდა მოლდოვაში.

როგორც ყოველთვის, ის არაჩვეულებრივად გამოიყურებოდა და გემოვნებით იყო შემოსილი.

საქართველოს პრეზიდენტის საყვარელი კომბინაცია წითლისა და შავის ნაზავია, რომელსაც ახლაც მიანიჭა უპირატესობა. ის მოლდოვაში წითელი პულოვერითა, შავი შარვლითა და პიჯაკით გამოჩნდა.

თბილისში, National Geographic Magazine საქართველოს 10 წლის იუბილეზე საქართველოს პრეზიდენტმა წითელი პიჯაკი და შავი შარვალი მოირგო.