“კვარამ დამიბრუნა ზუსტად ის სიხარული, რასაც ადრე განვიცდიდი და ვამაყობ, რომ ქართველები ვართ მეც და კვარაცხელიაც”

მუსიკოსი, მაიკო კაკაჭიშვილი “ნაპოლის” ქართველ ფეხბურთელ, ხვიჩა კვარაცხელიაზე სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, სწორედ ხვიჩამ მიაბრუნა ისევ ფეხბურთისკენ.

“ვის რაში გაინტერესებთ მაგრამ მე მაინც დავწერ. იქნება ვინმე ჩემნაირი.
მოკლედ ღრმა ბავშვობიდან ვიყავი ფეხბურთის თავგადაკლული ქომაგი

 ეს ჩემი ავთო ბიძიას დამსახურებაა თვითონაც ქუთაისის ტორპედოს ფეხბურთელი იყო და მოგვწამლა მოკლედ მე ჩემი და და ჩემი ბიძაშვილები (თავისი შვილები) ჩვენი ფეხბურთის ყურება ერთი დიდი ისტორია იყო რომელიც უნდა გადაეღო ვინმეს და დარწმუნებული ვარ დღემდე კომედიებში წამყვან ადგილებზე იქნებოდა…. მოხდა ისე რომ ნაკრებში მე და ჩემი პატარა ბიძაშვილი ნიკოლოზ ლიპარიშვილი დავემთხვიეთ ანუ ბრაზილია შეგვიყვარდა და ჩემს დას Gvantsa Kachkachishvili ს და უფროს ბიძაშვილს ბაჩას იტალიის ნაკრები.


აი კლუბებში კი ისევ მე და ნიკო ვიყავით ბარსას ქომაგები გვანცა მილანის და ბაჩა კი ინტერის :)) ასე მიდიოდა ჩვენი საფეხბურთო თავგადასავლები ხან ჩანაწერის კასეტას ვამტვრევდი ხან ტელევიზორი მიმქონდა ნუცუბიძის პლატოზე Elene Pochkhua სათან შუქი რომ არ იყო და ასეთ ვითარებში უფრო მეტად გვიყვარდებოდა ფეხბურთი.

ჩემი კუმირი რივალდო იყო ჩემი დის შევჩენკო ბაჩასი პიპო ინძაგი და შვილსაც პიპო დაარქვა :))) ნიკომ მიღალატა და ესპანეთისკენ გადავიდა და დავიდ ვილია ამოირჩია კუმირად.

მოკლედ ფეხბურთით ვცხოვრობდით. მერე მოხდა ისე რომ შევიძულე და ვინც შემაძულა კითხულობს ამ პოსტს და მიხვდება.
წლები აღარ გავკარებივარ ფეხბურთს და ეხლა ამ საოცარმა კვარამ დამიბრუნა ზუსტად ის სიხარული რასაც ადრე განვიცდიდი და ვამაყობ რომ ქართველები ვართ მეც და კვარაცხელიაც .
შენ ახვალ მწვერვებზე და ჩვენ ვიამაყებთ შენით წიინ ხვიჩააა”,- წერს კაჭკაჭიშვილი.