ნანა სტამბოლიშვილი ახალი ვარსკვლავია, რომელიც თურქულ შოუბიზნესში ამობრწყინდა. 32 წლის ბათუმელი მოცეკვავე, მსახიობი და მოდელი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი თურქული სერიალის “სხვისი შვილის” მესამე სეზონში, მთავარ როლზე დაამტკიცეს და მის შესახებ მალევე ალაპარაკდნენ თურქულ და ქართულ მედიაში.
ნანა წარმოშობით ბათუმიდანაა და სწორედ ბათუმში ცხოვრობს მისი ოჯახი – დედ-მამა და ძმა, რომელიც ასევე მოცეკვავეა.
ბათუმშივე შექმნა ნანამ ოჯახი ლაშა მგელაძესთან. წყვილს ერთი შვილი ჰყავს.
გარდა სამსახიობო საქმიანობისა, ნანა დიზაინერია და საკუთარი თანსაცმლის ბრენდი აქვს –
Kartveli Nana. მის ბიოგრაფიაში არის
ასევე მონაწილეობა ბაიარ შაჰინის კლიპში Odoshani და მიუზიკლში “საქართველო”.